აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვერ წარმოუდგენია, რომ დემოკრატები მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალ პროცესს დაიწყებენ. ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში   განაცხადა.  „ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მოხდება. რა ჩავიდინე? ჩემ უკან ნებისმიერი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის საუკეთესო ორი წელია“, –  განაცხადა   ტრამპმა.   მისი   თქმით, იმპიჩმენტის ნაცვლად, ის შექებას იმსახურებს, რადგან ქვეყნიდან „საშიში ადამიანები“ გააძევა. მისივე თქმით, იმიგრაციის საკითხებზე დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.