“ ფრონტის ხაზზე Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვები კვლავ ფიქსირდება, “ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ევგენი ხმარასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის ანგარიში მოისმინა. „სამწუხაროდ, ჩვენი ქვედანაყოფები უკვე რამდენიმე დღეა აფიქსირებენ Starshield-ის მუშაობის მნიშვნელოვან შეფერხებებს უკრაინის ტერიტორიაზე – მთლიანად ფრონტის ხაზსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – წერს ზელენსკი X-ზე. მისი თქმით, Starshield-ის სიჩქარეზე დაწესებული ლიმიტი 161 კმ/სთ-ს შეადგენს. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარემოებები უკვე გამოიძია და ეს შემთხვევითი ხარვეზები არ არის, არამედ ეს სიჩქარის სისტემური შეზღუდვაა. პირველ რიგში, ჩვენთვის ეს რუსული რეაქტიული დრონების ჩაჭრას ართულებს. სამწუხაროდ, განხორციელდა დარტყმები, რადგან საწინააღმდეგო სისტემებმა საკმარის სიჩქარეს ვერ მიაღწიეს და ჩამოგდება ვერ შეძლეს. სამწუხაროდ, ეს რუსებს ეხმარება, რომ მეტი უკრაინელი მოკლან. ვცდილობთ, ამერიკულ მხარესთან ყველა გარემოება დავადგინოთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.