რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყირიმის ხიდის გარშემო არსებული ვითარების შესახებ ანგარიში წარუდგინა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს  განაცხადა.    რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 16 და 17 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ხიდის კონსტრუქცია დააზიანა.