რუსეთის კემეროვოს ოლქში An-12 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 19-ვე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავიაკატასტროფა დასავლეთ ციმბირში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფას ბორტზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ გადაურჩა.
ავიაკატასტროფის გამომწვევი ზუსტი გარემოებები ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.