თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამივე დაშავებული კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, აფეთქების ხმა დილის დაახლოებით 09:00 საათზე გაიგეს. შემთხვევის შემდეგ დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა.
ადგილზე სამაშველო და გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ.
აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზისა და შენობის დაზიანების მასშტაბის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.