თბილისში, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.
უწყების ცნობით, სავარაუდო ბრალდებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გარდაცვლილია ერთი პირი. მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე. სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.