ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ვენესუელამ სამხედრო კავშირების აღდგენის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.
შეთანხმების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ვენესუელის დროებით პრეზიდენტთან, დელსი როდრიგესთან შეხვედრისას განაცხადა.
ჰეგსეტის შეფასებით, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ვენესუელა შეერთებული შტატებისთვის საფრთხის წყაროდან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორად იქცა.
თავის მხრივ, ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა უმაღლეს დონეს მიაღწევს.
შეთანხმება ვაშინგტონსა და კარაკასს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის აღდგენას ითვალისწინებს.