გერმანია უკრაინისთვის განკუთვნილი „ბაბკას“ ტიპის სადაზვერვო დრონების წარმოებას საკუთარ ტერიტორიაზე დაიწყებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პროექტისთვის, რომელსაც კომპანიები Wingcopter-ი და Shadow Flytech-ი ერთობლივად განახორციელებენ, გერმანია 34 მილიონ ევროს გამოყოფს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმსაც, რომელიც გერმანიის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინული სამხედრო მართვის სისტემა „დელტას“ გამოყენებას ითვალისწინებს.

ამასთან, ცნობილი გახდა IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის 1 000 რაკეტის წარმოების შესახებ ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე.

ბორის პისტორიუსმა ასევე დაადასტურა, რომ გერმანია 2027 წელს უკრაინის მხარდასაჭერად 11,6 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.

ახალი შეთანხმებები გერმანიასა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს, მათ შორის სამხედრო ტექნოლოგიების, თავდაცვითი წარმოებისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით.