საქართველოში ავტომობილების რაოდენობა იზრდება, ამასთან, იცვლება ავტოპარკის ასაკობრივი სტრუქტურაც.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის – „საქართველოს ავტოინდუსტრიის“ – მიხედვით, ქვეყნის ავტოპარკი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონ ერთეულს გადააჭარბა.
2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ხუთ წლამდე ასაკის ავტომობილების წილი 38%-მდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 28%-ს შეადგენდა.
ამავე პერიოდში 6-10 წლის ასაკის ავტომობილების წილი 56%-დან 44%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება 11 წლისა და მეტი ასაკის ავტომობილებს, მათი წილი 16%-დან 18%-მდე გაიზარდა.
კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ საავტომობილო ბაზარზე შედარებით ახალი ავტომობილების წილი მნიშვნელოვნად იზრდება.