2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მსჯავრდებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

გიგაურს, რომელსაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სასჯელის ვადა დღეს ამოეწურა. მას თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო მუხლით, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.