დანიური სათამაშოების მწარმოებელი LEGO პორტუგალიის ქალაქ ეშტარეჟაში ახალ ქარხანას ააშენებს. კომპანია პროექტში რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ იქ ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
კომპანიის ცნობით, მშენებლობა 2027 წლის პირველ ნახევარში უნდა დაიწყოს, წარმოების გაშვება კი 2030 წელს იგეგმება. ეს LEGO-ს მეოთხე ქარხანა იქნება ევროპაში. კომპანია წარმოებას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აფართოებს.