23-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხის მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ეკოვუდი“ მომხმარებელს წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლებას სთავაზობს. Black Friday-ის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, კომპანიის
სრული ასორტიმენტი 25%-მდე ფასდაკლებით შეიძინოს.

„ეკოვუდი“ ერთ სივრცეში აერთიანებს მშენებლობის, რემონტის, ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაწყობად საჭირო ხის მასალების მრავალფეროვან არჩევანს. კომპანიის სასაწყობე მარაგი 2 000 კუბურ მეტრზე მეტ ხის მასალას მოიცავს, რაც მომხმარებლებს
საშუალებას აძლევს, როგორც მცირე, ისე მასშტაბური პროექტებისთვის საჭირო პროდუქცია შეარჩიონ.

„ეკოვუდის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია:

ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები;
იატაკის, პარკეტის და ტერასისა მასალები;
კიბის საფეხურები და მოაჯირები
სამზარეულოს და მაგიდის ზედაპირები;
ხის მასიური კარი;
ინტერიერის დეკორატიული პანელები;
თერმულად დამუშავებული ხის მასალები;
საუნის მოსაწყობი მასალები;
პროფესიონალური წებოები და ჰერმეტიკები;
სამონტაჟო აქსესუარები;
ხის დაცვისა და მოვლის საშუალებები, ლაქები და ზეთები;

კომპანიის პროდუქცია განკუთვნილია როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეების მოსაწყობად. ბუნებრივი ხის მრავალფეროვანი სახეობები, ფაქტურები და ტექნიკური მახასიათებლები არქიტექტორებს, დიზაინერებს, სამშენებლო კომპანიებსა და ინდივიდუალურ მომხმარებლებს განსხვავებული იდეების რეალიზების შესაძლებლობას აძლევს.

Black Friday განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია მათთვის, ვინც მშენებლობას, რემონტს ან არსებული სივრცის განახლებას გეგმავს და ხარისხიანი მასალების შეძენა განსაკუთრებულ ფასად სურს.

აქცია 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
ვებგვერდი: www.ecowood.ge
ცხელი ხაზი: (032) 2 47 44 22