“ რუსეთს უკრაინაზე მეტი რამ სურს, “ – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას  განაცხადა.   „რუსეთმა ზუსტად იცის რა სურს. მას უკრაინაზე მეტი რამ სურს. ვინც ამას ვერ ხვდება,  სამყაროს ვერ აღიქვამს ისეთად, როგორიც არის ან სრულიად  განსხვავებული მიზანი აქვს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და ლიბერალურ ღირებულებებს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.   მისი  თქმით, რუსეთი „ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც კი“. „ის მასშტაბურ ესკალაციას ახდენს ჩვენს საზღვრებშიც, ადამიანების სიცოცხლის ფასადაც კი. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროპელებმა რუსეთისთვის მკაფიო ზღვარი უნდა დავადგინოთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.