აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების აღჭურვილობისა და ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 621,9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
შესყიდვას მრავალეროვნული პროგრამა JUMPSTART-ის ფარგლებში ბელგია, დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია დააფინანსებენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეთანხმების განხორციელება უკრაინაში ამერიკის მთავრობის დამატებითი წარმომადგენლების ან კონტრაქტორების გაგზავნას არ მოითხოვს.