შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

თეიმურაზ კუპატაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.