საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის მმართველ ძალას აკრიტიკებს და ტყუილისა და ცილისწამების საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

,,ცილისწამება – „ცრუ ბრალდებების ან დამახინჯებული ცნობების გაჟღერება, რაც სხვას ცილს სწამებს და მის რეპუტაციას აზიანებს“ (მირიამ-ვებსტერის ლექსიკონი).

როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ. ასეა ეს მირიამ-ვებსტერის ლექსიკონითაც და სულხან-საბას „სიტყვის კონითაც“.

ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილისწამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს”, – წერს  შალვა პაპუაშვილი.