თბილისის “იბერიამ” უეფას კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურში ესპანური “ხეტაფე” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გიორგი ქობულაძემ გაიტანა.

59-ე წუთზე ესპანური კლუბი ათი ფეხბურთელით დარჩა . ორელ მანგალამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

“ხეტაფეს” შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველმა საბა საზონოვმაც ითამაშა.

მოპოვებული გამარჯვების შედეგად თბილისურ კლუბს ოთხი ქულა დაუგროვდა.

კონფერენსლიგის მომდევნო შეხვედრას “იბერია” 10 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე, სერბული “ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ გამართავს.