აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერმა შტორმმა ელექტრომომარაგებისა და საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხებები გამოიწვია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ქარის სიჩქარემ საათში 112 კილომეტრს მიაღწია. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ხოლო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რაოდენობამ პიკურ პერიოდში 961 ათასს მიაღწია.
ავიარეისების მონიტორინგის პლატფორმა FlightAware-ის მონაცემებით, გაუქმდა 454 რეისი, ხოლო 2 411 გადაიდო. განსაკუთრებით დაზარალდა ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის აეროპორტები.
ძლიერმა წვიმამ სანაპირო ზონებში დატბორვაც გამოიწვია.
ცალკე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდისთვის დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ფედერალური დახმარების დამტკიცების შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანხა წინა სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად უკვე დამტკიცებულ დაფინანსებასაც მოიცავს.