ტაივანში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს.  მოსახლეობა ქალაქების მერებსა და ოლქების ახალ ხელმძღვანელებს ირჩევს.   მთავარი ბრძოლა დედაქალაქ ტაიპეის მერობისთვის მიმდინარეობს, სადაც მმართველი „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ კანდიდატ პუმა შენს, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „კუომინტანგის“   წარმომადგენელი, მოქმედი მერი ჩიანგ ვან-ანი უპირისპირდება, რომელიც პეკინთან მჭიდრო კავშირებს  ემხრობა.   „როიტერი“ წერს, რომ დღევანდელი კენჭისყრის დასრულებისთანავე პარტიები მზადებას 2028 წლის დასაწყისში დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებენ. მოსალოდნელია, რომ მოქმედი პრეზიდენტი ლაი ჩინგ-ტე,  მეორე ვადით იყრის კენჭს.