აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტ კეტრინ ჰერიჯთან ინტერვიუში უკრაინაში და ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
„გულწრფელად რომ გითხრათ, მეც, პირადად, ძალიან განაწყენებული ვარ, რადგან საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან – ვიცე-პრეზიდენტთან ერთად. ჩვენ განვიხილეთ საკითხი მინერალებზე უფლებების შესახებ და ავუხსენით მათ, ნახეთ, ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენთან ერთობლივ საწარმოში – არა იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის მოპარვას ვცდილობთ, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს რეალურად უსაფრთხოების გარანტიაა. თუ ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვან ეკონომიკურ წამოწყებაში, ჩვენ მივიღებთ უკან გადასახადის გადამხდელების მიერ გაცემული თანხის – დაახლოებით, 200 მილიარდი დოლარის – ნაწილს და ასევე – ახლა ჩვენ დაინტერესებული ვართ უკრაინის უსაფრთხოებით. მან თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ამ გარიგების გაკეთება. ორი დღის შემდეგ წავიკითხე, რომ ზელენსკი ამბობს: „მე უარი ვთქვი გარიგებაზე, მე მათ ვუთხარი, ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებთ“. ეს იმ შეხვედრაზე არ მომხდარა ჩვენ ვზრუნავთ უკრაინაზე, რადგან ის გავლენას ახდენს ჩვენს მოკავშირეებზე და, საბოლოოდ, მსოფლიოზე. აქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს ამაზე, და როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად, ძალიან კონტრპროდუქტიულია.“- აღნიშნა რუბიომ.