Reuters-ის ცნობით,იემენის საწვავის პორტზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 100-ზე მეტი.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს,ამ დარტყმების მიზანი ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დასუსტება იყო. „ამ დარტყმების მიზანი იყო ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დაკნინება, რომლებიც აგრძელებენ ექსპლუატაციას და დიდი ტკივილის მიყენებას თანამემამულეებისთვის“, -წერია აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის,შეერთებული შტატების მიერ დადებული პირობის თანახმად,თუ წითელ ზღვაში ჰუსიტები გემებზე თავდასხმას არ შეწყვეტენ,ამერიკა არ შეაჩერებს ფართომასშტაბიან დარტყმებს.