აშშ-ს პრეზიდენტს,დონალდ ტრამპსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს,კირ სტარმერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები განიხილეს.

„ლიდერებმა ორმხრივი ვაჭრობის, უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებისა და ახლო აღმოსავლეთში რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან,თეთრი სახლის ცნობით,დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა,რომ მოუთმენლად ელის მიმდინარე  წლის ბოლოს მეფე ჩარლზ III-თან სახელმწიფო ვიზიტს.