„უახლოეს მომავალში ევროპაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც ვიცი EPP კონგრესი არის დაგეგმილი, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება ევროპელ პარტნიორებთან, გვექნება დაფიქსირებული პოზიცია, რომ სანქციები გამკაცრდეს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, ვინც ანგრევს ამ ქვეყანას. უკიდურესი ზომა, რაც არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არ იყოს გამოყენებული. ქართველები არ უნდა დაისაჯონ ივანიშვილის გამო. ეს არის ცალსახა პოზიცია. უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნება“ თავისი წარმომადგენლებით და არ უნდა დავისაჯოთ თითოეული ჩვენგანი,”-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრმა,ლევან სანიკიძემ განაცხადა.