„მწვანე გაუპარსავმა არამზადამ თქვა, რომ სამდღიანი ზავის შესახებ პუტინის წინადადებას უარყოფს და მოსკოვში მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია. ვინ ეძებს მის გარანტიებს? ეს ვერბალური პროვოკაციაა და სხვა არაფერი. უნდა ესმოდეს, რომ გამარჯვების დღეს რეალური პროვოკაციის შემთხვევაში, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ კიევში 10 მაისი დადგება“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის არხზე წერს,რითაც ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით,რომ ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა,რომ უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.