,,რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელსაც ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა,ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონია და იმედოვნებს,რომ ამის საჭიროება არც იქნება.
„ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და რესურსები, რათა ის, რაც 2022 წელს დაიწყო, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ იმ შედეგით, რომელიც რუსეთს სჭირდება“, – აღნიშნა პუტინმა.