„ჩვენ გულწრფელად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპს, შეასრულოს საკუთარი საარჩევნო დაპირება, რომ დაამარცხოს „დიფ სთეთი“. იცით, რომ ვიცე-პრემიერს [ლევან დავითაშვილს] სახელმწიფო დეპარტამენტში სერიოზული შეხვედრები ჰქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენ დღესაც მზად ვართ ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. თუმცა რაც გუშინ MEGOBARI აქტის სახით იქნა მიღებული, ამას რა თქმა უნდა, მეგობრობასთან არაფერი კავშირი არ აქვს და შეიძლება პირიქით, მტრობადაც ჩაითვალოს. თუმცა უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი აქტი და სურვილი, რომ სიმართლე ტყუილად გამოაცხადონ. ის ბედნიერი სახეები, რაც დღეს ოპოზიციას დილიდან აქვს, ეს ერთი დღის სიხარულად შეიძლება ჩაითვალოს. იქ ძალიან ბევრი უზუსტობა, ტყუილი და დეზინფორმაცია წერია, რომელიც მანამდეც არაერთხელ მოგვისმენია იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციებში, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის იმ დონეზე აყვანის საშუალება გვექნება, რომელიც გვქონდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცები ავღანეთშიც და ერაყშიც სწორედ ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენ, რაც შეეხება იმ უზუსტობებს, რაც ანაკლიის პორტთან მიმართებაში რაღაც კორუფციულ გარიგებებთან და ა.შ. იყო, ეს უბრალოდ ტყუილია და სამწუხაროა, რომ კონგრესმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კანონად არ იქცევა. რადგან ტრამპმა ყველაზე კარგად იცის, რა საჭიროებებია დღეს მსოფლიოში, მათ შორის, მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით რა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, ეს საბოლოოდ, კანონად არ იქცევა”, – „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.