დღეს ვატიკანში კონკლავი იწყება. ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე, თავდაპირველად, კარდინალთა კოლეგია წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მესას აღავლენს, დღის მეორე ნახევარში კი 133 კარდინალი სალოცავად წმინდა პავლეს კაპელაში შეიკრიბება, საიდანაც პროცესიით “სიქსტეს კაპელაში” გადაინაცვლებენ.
სწორედ სიქსტეს კაპელაში უნდა მოხდეს ახალი პაპის შერჩევაც – პროცესი სრულ იზოლაციაში ჩაივლის. დღეს მხოლოდ ერთი კენჭისყრა შედგება. მისი შედეგის გაგება მსოფლიოს ბუხრიდან ამომავალი კვამლის ფერით შეეძლება.