„MEGOBARI აქტი“ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომლის მიღება სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორებისთვის საჭირო გახდა, რათა პრორუსი, პროჩინური და პროირანული მოღალატეობრივი რეჟიმისთვის ძალიან მკაფიო სიგნალი გამოეგზავნათ. არანაირი [ურთიერთობის] გადატვირთვა ამ კრიმინალურ რეჟიმთან არ მოხდება. ურთიერთობები მაშინ აღდგება, როცა ეს მაფიოზური ბანდა ხელისუფლებაში აღარ იქნება… ბიძინა ივანიშვილის ბანდამ საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია…ყველა კარგად ხედავს, როგორი დიქტატურული რეჟიმი საქართველოში ჩამოყალიბდა, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები. ბუნებრივია, საქართველოში არსებულ ვითარებას ცივილიზირებული სამყარო არ მოითმენს.

ქართველი ხალხის ბრძოლა გაგრძელდება. მათ შორის, „MEGOBARI აქტი“ არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ მხარდაჭერა, ვისაც უნდა საქართველოს ცივილიზირებული, დემოკრატიული განვითარება.

მიუხედავად, მსოფლიოში არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობისა, ვგულისხმობ მსოფლიოში მიმდინარე ომებს, საქართველო კვლავ ჩვენი მეგობრების ყურადღების ცენტრში რჩება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან. ისინი საქართველოს არ ივიწყებენ, ისინი ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ტოვებენ და ამ მძიმე ჟამს ჩვენს ხალხს გვერდით უდგანან”, -განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.