აშშ-ის სახელმწიფო მდივანი,მარკო რუბიო პაკისტანის არმიის მეთაურს,ასიმ ბუნირსა და ინდოეთის საგრეო საქმეთა მინისტრს,სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს ესაუბრა-ამის შესახებ ინფორმაციას BBC აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით,მარკო რუბიომ მხარეებს ,,კონსტრუქციული მოლაპარაკებების დასაწყებად აშშ-ის დახმარება შესთავაზა”. ასევე,რუბიომ მხარეებს სიტუაციის დეესკალაციის მიზნით შესაბამისი გზების მოძებნისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის,დღეს პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შესახებ გამოაცხადა. „ოპერაცია Bunyanun Marsoos-ი („გაუვალი კედელი“) დაიწყო“, – დაწერა პაკისტანის მთავრობამ X-ზე.