რუსული დელეგაციის წევრები, რომლებმაც უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები უნდა გამართონ, სტამბოლში უკვე ჩაფრინდნენ. ინფორმაციას რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლმა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ვლადიმერ პუტინი არ არის.რუსეთის მხრიდან დელეგიაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში ასევე შედიან: მიხაილ გალიზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდრ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე).

 ცნობისთვის,სტამბოლში დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.