,,საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას,” – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე “Euroscope”-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ასევე, ევროკომისარმა ქართველ ხალხსაც მიმართა და მოუწოდა, ევროპული ღირებულებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლონ.
,,გზავნილი ქართული ოცნებისთვის ასეთია: მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინსვლას ვერ შევძლებთ. ქართველ ხალხს კი მოვუწოდებთ იყოს მტკიცედ, იბრძოლოს ევროპული ღირებულებების დასაცავად. ჩვენ თქვენზე ვართ დამოკიდებული,”- აღნიშნა მარტა კოსმა.