„პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით. გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი. ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით. ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში“, – ამის შესახებ ,,კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი,ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს,რითაც დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან გირაოს გადახდის საკითხს ეხმაურება.

ცნობისთვის,თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო,ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ოპოზიცონერ პოლიტიკოსს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ  20 000 ლარიანი გირაო 16 აპრილს დააკისრა,რის გადახდაზეც იგი უარს აცხადებს.

თავად ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.