,,უკრაინულ მხარეს ჩვენი მემორანდუმი გადავეცით.ის ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება იმას, თუ როგორ მივაღწიოთ რეალურ ხანგრძლივ მშვიდობას. ხოლო მეორე ნაწილი ეხება იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სრული ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

პირველ რიგში, ჩვენ უკრაინულ მხარეს გარდაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების 6 000 გაყინულ ცხედარს გადავცემთ. ჩვენ, ვინც შეგვეძლო, ყველას იდენტიფიცირება მოვახდინეთ.

ჩვენ ორი ან სამი დღით ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ, რათა მეთაურებმა ჯარისკაცების ცხედრები მიიღონ,”-ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.

მედინსკის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა „ბავშვების საკითხიც განიხილეს და მან უკრაინას 339 ბავშვის სია გადასცა“.

„ეს სია კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებამ ბავშვთა გატაცების საკითხი შოუდ აქცია, რომელიც ევროპელებისთვისაა განკუთვნილი“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ.