„ირანსა და ისრაელში სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა და ასეთ დელიკატურ მომენტში ვალდებულად ვგრძნობ თავს, მტკიცედ განვაახლო მოწოდება პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ. ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი, უფრო უსაფრთხო სამყაროს შექმნისადმი ერთგულება უნდა გაგრძელდეს პატივისცემით სავსე შეხვედრებისა და გულწრფელი დიალოგის გზით, რათა აშენდეს სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა. არავინ არასდროს უნდა შეუქმნას საფრთხე სხვის არსებობას. ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს, დაიწყოს შერიგების გზების ძიება და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ღირსებას ყველასთვის,”-აღნიშნულ მოწოდებას რომის პაპი, ლეო XIV ავრცელებს.