„რეალურად, რა ხდება: საქართველო აგრძელებს განვითარებას, წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა არის ხელშემშლელი მომენტები, კონკრეტულად, განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, შანტაჟზე არის დაფუძნებული, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ხედავს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, იმაზე, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა კამპანია, მიეღო მონაწილეობა, გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება, ხელი აწიოს პოლიციელზე, ვინც არ უნდა იყოს, სტატუსი დანაშაულს ფარად ვერ აღუდგება, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი თუ ჟურნალისტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა,რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტში გამართულ დებატებს,რომელიც საქართველოს ეხება.