„მე ვიცი, საქართველო რას ითხოვს საფრანგეთისგან და ბრიტანეთისგან – მეგობრობას, თანამშრომლობას და ვითარების ობიექტურად შეფასებას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხების მიმართ. შეგვიძლია ვიდავოთ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით – მედიასთან დაკავშირებით „ბრიტანული კანონი“ ზღუდავს თუ არა სიტყვის თავისუფლებას, სარედაქციო პოლიტიკას, არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება დაცული მაშინ, როცა 10-20 კაცი კეტავს დედაქალაქის მთავარ პროსპექტს და ა.შ. ჩვენ ამ თემებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ რადგან ძალა აქვს, პატარა ქვეყნის მიმართ მუდმივად სანქციების თემაზე საუბარი, რასაკვირველია, არ არის მისაღები. არ არის სამართლიანი. არაფერი დაგვიშავებია ის, რასაც საუბრობენ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ლობისტები. არც ტრაექტორია შეცვლილა, არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს არჩეულ მთავრობას. არჩეულს და არა ძალით მოსულ მთავრობას. ასე რომ, ჩვენ ამ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ და მოველით, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრების ინიციატივით, საქართველოს გარშემო შექმნილ ვითარებაზე პარტნიორ ქვეყნებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა“.