პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ.

გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის დღის წესრიგში საარჩევნო სიით მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილებას ცნობის საკითხი დადგება.

ამასთან, პარტია “გახარია საქართველოსთვის“ მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვერ მიიღებს. ამ შემთხვევაში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის ის ნორმა ამოქმედდა, რომლის თანახმად, პარტია მომდევნო ექვსი თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის წინა სესიის განმავლობაში პარლამენტის პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან შეუჩერდება.