“ხედვისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების გარეშე მოუმზადებლები ვრჩებით ანტიდემოკრატიული უკუსვლისა და სხვა გამოწვევების წინაშე, რომლებიც საქართველოსა და რეგიონს გააჩნია.

კრიზისის მენეჯმენტს უნდა გავცდეთ. უფრო დიდ სურათზე უნდა ვიფიქროთ. “შავი ზღვის სტრატეგია”, რა თქმა უნდა, საშუალებას გვაძლევს, რომ მომავლის საქართველოს ხედვის რეგიონულ პრიორიტეტებთან თანხვედრა მოვახდინოთ, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაშუ თუ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალია, თუ დემოკრატია დაცულია, თუ ოპოზიცია რეპრესირებული არ არის.

და კი, ორივეს გაკეთება შეგვიძლია – გეოპოლიტიკურები ვიყოთ და რეპრესიას შევეწინააღმდეგოთ. დაპატიმრებულებისთვის და ყველა სხვა ქართველისთვის ვილაპარაკოთ, რომლებიც ევროპას თავიანთ მომავლად ხედავენ. შეგიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს, როგორც რუსული აგრესიის მსხვერპლს, და მმართველი პარტია გავაკრიტიკოთ, რომელიც თავად აგრესორის იმიტაციას ახდენს.

ეს ბალანსია, მაგრამ ისეთი, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს. საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპის მომავლისთვის,”-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა.