„ევროპარლამენტის მიერ განხილული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უახლოეს მომავალში, 15 ივლისს, საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ევროპული საბჭოს მსჯელობა იგეგმება. ამ უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი, ისტორიული მსჯელობის წინ, ევროპარლამენტის მიერ ძალიან ნათელი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმურად ცნობა, რეჟიმის დასანქცირების აუცილებლობა და ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია ძალიან ნათელს ხდის ყველასთვის, რომ თუ არ მოხდება პოლიტიკური ცვლილებები, თუ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, საფრთხე გვემუქრება, რომ არა მხოლოდ გაიყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც უკვე ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, არამედ დავკარგოთ ისეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარიც კი, როგორიც არის მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ეს ნათელს ხდის, მათ შორის, უპირველესად იმ ხალხისთვის, ვინც კიდევ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებში მოიაზრებს საკუთარ თავს. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც ყველას, ვისაც საქართველოს მომავალი, მისი ევროპული მომავლის ბედი აწუხებს, ძალიან ყურადღებით უნდა გაეცნოს,”-ამის შესახებ ,,ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.