ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით X-ზე პოსტს აქვეყნებს . “ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ  შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, “ – ამის შესახებ ევროპარლამენტის  ოფიციალური გვერდი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.     „ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“, – წერს ევროპარლამენტი.