“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს  მზია ამაღლობელს,   ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა   ბრალი   გადაუკვალიფიცირა   და      2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.     კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.    მოსამართლემ   ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

  ცნობსთვის,   მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი “სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1 მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული  ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-დან 7-წლამდე ვადით.  მზია ამაღლობელმა   ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.     მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ,   მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია „პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს“.