სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.

საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.