„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დემონსტრაცია რომ კოლეგიამ სრულად შეაფასა და გაანალიზა ყველა მტკიცებულება, მოწმის ჩვენება, დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე, მიითვისა კრიპტოვალუტა, ასევე მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია. არანაირი შეცვლილი ჩვენება არ ყოფილა. ფაქტობრივი გარემოებები ძალიან მარტივად გამოიყურება….დოკუმენტები და თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობას და უკვე დამნაშავეობას.
მარტივად რომ ვთქვათ, მის სიტყვასა და პოზიციაში სამართლებრივი შემადგენელი პრაქტიკულად არ არსებობდა. დაკითხვის დროსაც, მე დავუსვი კითხვა და დამიდასტურა, რომ ის პოლიტიკასთან რაიმე შემხებლობაში არ ყოფილა. საქმის ფართო მასებამდე გაცნობამდე არ ყოფილა აქტიური პიროვნება საზოგადოებისთვის. მისი აქტივობები, როგორც პიროვნების არ ყოფილა საინტერესო. ის განცხადებები და მოტივები რაზეც საუბრობდა ძალიან შორს არის მტკიცებულებებიდან. შორსაა იმ მტკიცებულებისაგან, რაც თავად ბაჩიაშვილმა გამოძიებისას წარმოადგინა და რასაც სასამართლოებში აპელირება.
მაგალითად ჩანაწერი, რომლის ავთენტურობას არ შევეხები. პირდაპირაა ჩანაწერში მითითებული გარკვეულ სარგებელზე, შემდეგ ამ მიმართულებით კალკულაცია აქვს წარმოდგენილი და რაღაც პოზიციასაც აფიქსირებს. სააპელაციოში ყველა გარემოება უარყო,”-ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.