საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ, პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართულად დაზიანებისა და ცეცხლის წაკიდებისთვის ბრალდებული არჩილ მუსელიანცი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.