„არ არსებობს ადამიანი, რომელიც ადევნებს თვალყურს იმ საკადრო წმენდას, საკადრო გადაადგილებას, რომელიც ხდება ივანიშვილის ბანდის შიგნით და არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ ვერტიკალის გასწორებას, ვერ ახერხებენ დალაგებას, რეჟიმის სტაბილიზაციას. ეს, რა თქმა უნდა, არის გამოძახილი იმ შიდა წინააღმდეგობის, რომელიც არსებობს საქართველოში და რომელიც არის ურყევი, მათ შორის, ეს არის საერთაშორისო ზეწოლის და სანქცირების შედეგიც. საბოლოოდ, ვხედავთ იმას, რომ ივანიშვილის ბანდა ვერ სტაბილიზირდება, ვერ ლაგდება. ეს კლანური ბრძოლები კიდევ უფრო ასუსტებს რეჟიმს და განაპირობებს იმას, რომ თუნდაც იმ თანამდებობაზე, რომელზეც 6 წლით უნდა ირჩევდნენ კადრებს, ფორმალურად ირჩევენ რამდენიმე თვით,”-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ანრი ოხანაშვილის ნაცვლად, მამუკა მდინარაძის წარდგენას გამოეხმაურა.