„დღეს ისევ უკანონო განაჩენები იქნება, ჩვენი ახალგაზრდები ისევ დაისჯებიან თავისუფლებისთვის. რამდენ ხანს ვიქნებით ასე? ამ ყველაფერზე პასუხი არის 4 ოქტომბერი! ვინც მოვა აქციაზე, ის საქართველოსა და თავისუფლების მხარეს დგას, ვინც სახლში დარჩება – რეჟიმისა და უკანონობის. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა, ეს ღირსების საკითხია! სახლში დარჩენა არის სირცხვილი, ერთად დგომა და მოქმედება ღირსება. რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, როცა ჩვენ ჩუმად ვართ და ვეგუებით, მაგრამ როცა ხალხი ერთიანდება და მოქმედებს, რეჟიმი იშლება და მიდის! 4 ოქტომბერს დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ ყველას, ვისია საქართველო,”-ამის შესახებ ,,სტრატეგია-აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.