„ყველა წყალწაღებული აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს. არანაირი რესურსი და მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები არიან როგორც პოლიტიკოსები, როგორც პოლიტიკური პარტიები, ადამიანები. ნახეთ, შეხედეთ ამათ და საზოგადოება ყველაფერს მიხვდება. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, რადარებიდან გამქრალები არიან. არავის აინტერესებს. ვინც ჰყავდათ მხარდამჭერები, ისინიც დაკარგეს. სულელური განცხადებებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას.
რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ 4 ოქტომბერს ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც საკრებულოების, ასევე მერების დონეზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გაიმარჯვებს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს ამ უსამშობლო მოღალატე აგენტურას,”-ამის შესახებ თვილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.