სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.

ე.წ. „პიჯაკების საქმე“ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. პროკურატურის ვერსიით, 2009–2012 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა არა სახელმწიფო საჭიროებებისთვის, არამედ პირადი ხარჯებისთვის.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.