რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს  გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი. გადაკეტილია თავისუფლების მოედანიც.

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე გამოჩნდა პაატა ბურჭულაძე, თანამოაზრეებთან ერთად. მისი განცხადებით ხალხს წყურია თავისუფლება და გამარჯვება.

ადგილზე პოზიცია დააფიქსირეს საპროტესტო მარშის მონაწილე სტუდენტებმა.  მათი თქმით, დღევანდელი შეკრების მიზანია, სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლა.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველზე შეკრებილებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს დროშები, რადგან დღევანდელ დღეს, როგორც „დროშების რევოლუციის“ დღედ მოიხსენიებდნენ.

შგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე დამონტაჟდა სცენა, სადაც აქცია გაგრძელდება. პროტესტის ძირითადი ნაწილი თბილისის საკრებულოს შენობის წინ გაიმართება.