„როგორც მოგეხსენებათ, დამხობის მცდელობა ჩავარდა. გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უკვე „ნაცმაიდნის“ მოწყობის მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. 4 წლის განმავლობაში „ნაცებმა“ 5-ჯერ სცადეს უკვე ხელისუფლების დამხობა, „მაიდნის“ მოწყობა, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი გუშინ სახელმწიფო მხრიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩევლის მიმართ, საბოლოოდ მოვაშოროთ ეს სენი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, იგულისხმება ყველა უცხოელი აგენტი, რომელიც არ ასვენებს ჩვენს ქვეყანას, ამაში იგულისხმებიან ის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით, მათ შორის, ამისთვის გამოიყენება სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი, ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის, მაგალითად, „ფარი“, „ერთობა“ და ა.შ. ეს არის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობით, გასული ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, 50, 100, 150 კაცის მიერ ქუჩის გადაკეტვა. რა თქმა უნდა, ეს არასწორია – 110 კაცმა არ შეიძლება მილიონ ასი ათას კაცს გადაუკეტოს ქუჩა. მიზანი იყო სახელმწიფოს, ქვეყნის, ეკონომიკის დაზიანება. ამას ვერ ახერხებდნენ წარმატებით, მაგრამ რაღაც ზიანს მაინც აყენებდნენ ქვეყანას და სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩევლის მიმართ, რომ მთლიანად გავანეიტრალოთ ეს პოლიტიკური ძალა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უცხოური აგენტურა, ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ საქართველოში საბოლოოდ შედგეს სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა პრემიერ-მინიტრმა ირაკლი კობახიძემ.